გაიგე მეტი მართვის მოწმობის ყველა კატეგორიაზე და შეისწავლეთ კატეგორიის შესაბამისი ბილეთები

სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვისუფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად:

  • „A” მოტოციკლი;

„B” ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1”ქვეკატეგორიას ან „A” კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, არაღემატება 8-ს. აგრეთვე „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლისნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B” კატეგორიის ავტომობილი,გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს,მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთონებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს;

  • „C” ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1” ან „D”კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, აგრეთვე „C”კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალურიმასა არ აღემატება 750 კგ-ს;
  • „D” ავტომობილი, რომელიც მგზავრთა გადასაყვანადაა განკუთვნილი და რომლის დასასხდომიადგილები, მძღოლის ადგილის გარდა 8-ს აღემატება, აგრეთვე „D” კატეგორიის ავტომობილი,გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ს არ აღემატება;
  • „BE” - „B” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართულიმაქსიმალური მასა აღემატება 750კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას, აგრეთვე „B”კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალურიმასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალურიმასა აღემატება 3 500 კგ-ს;
  • „CE” - „C” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართულიმაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
  • „DE” - „D” კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართულიმაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;
  • „T” სასოფლო-სამეურნეო, სამელოირაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა, აგრეთვე „T” კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
  • „S” საგზაო-სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თვლიანი ან მუხლუხა სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები, აგრეთვე „S” კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;
  • ტრამვაი;

 

„A”, „B”, „C”, „CE”, „D” და „DE” კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები, რომელთასამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგქვეკატეგორიებად:

 

  • „A1” მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე - 11 კვტ-ს (მსუბუქი მოტოციკლი);
  • „B1” მოტორიზებული ტრიციკლი და კვადროციკლი;
  • „C1”ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილებისა, რომლებიც მიეკუთვნება „D1” ქვეკატეგორიას ან „D” კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს, აგრეთვე „C1” ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
  • „D1” მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს და რომლის სიგრძე არ აღემატება 8 მეტრს, აგრეთვე „D1” ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;
  • „C1E” - „C1” ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;
  • „D1E” - „D1” ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.
ნახეთ ყველა კატეგორია

სიახლეები

სტატიები

რეკლამა

იყავით ინფორმირებულითეორიული გამოცდის შესახებ

ნებისმიერი კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები : ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა); პირადობის მოწმობა; კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.(მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური - 40 ლარი; მართვისმოწმობის საფასური - 15 ლარი); სატრანსპორტო საშუალების იმ კატეგორიის შესაბამისი სწავლების დამადასტურებელი მოწმობა, რომელზეც გავლილია პროფესიული მომზადება ან გადამზადება ("A" და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია მძღოლობის კანდიდატთა დამოუკიდებელი მომზადება). არასრულწლოვანი მოქალაქისთვის (17 წლის) წარსადგენი დოკუმენტები : განცხადება (ივსება ადგ..
გაიგე მეტი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ტელეფონი:
    • 599 67 67 27; 2 04 04 08
  • ელ-ფოსტა:
    • dimaako@gmail.com
  • მისამართი:
    • თბილისი, წერეთლის N2 (დინამოს სტადიონი); გლდანი, ვეკუას N1