ბილეთები

ბილეთი №1016

[A, A1], [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [ტრამვაი], [სამხედრო]
#1016
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები. წითელი ავტომობილის მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ:
1
გაატარებს ყვითელ ავტომობილს და გადავა მარჯვნივ მდებარე ზოლში
2
არ დაუთმობს გზას ყვითელ ავტომობილს და გადავა მარჯვნივ მდებარე ზოლში
3
გააგრძელებს მოძრაობას დაკავებულ ზოლში
4
Top