Новости

შეხვედრა შს მინისტრთან

Дата публикации:10/07/2017

ორშაბათს, 10 ივლისს, გაიმართა შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი მღებრიშვილსა და საქართველოს წამყვან ავტოსკოლებს შორის, რომელზეც არტ–დრაივი იყო მიწვეული.

შეხვედრის მთავარი ნაწილი შეეხებოდა ორ ძალიან აქტუალურ საკითხს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ქალაქში ავტოსაგზაო ვითარების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.

აქედან გამომდინარე, ერთ–ერთი მთავარი საკითხი იყო სწორედ ავტოსკოლების ავტორიზაცია.

მოგეხსენებათ, რომ ამ საკითხზე 22 მაისს, შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ისაუბრა

" ვმუშაობთ მართვის მოწმების გამოცდების პროექტზე. ვაწარმოებთ აქტიურ კონსულტაციას განათლების სამინისტროსთან, რომელმაც, თუკი კონსულტაციები წარმატებით დასრულდება, უნდა ითავოს და ყველა ასეთი სკოლის ავტორიზაცია გაატაროს. ასეთ სკოლებს ექნებათ სპეციალური პროგრამა, თუ რამდენი საათი უნდა ავარჯიშოს. მოხდება ამ ყველაფრის მონიტორინგი. გამოცდაზე გავა ადამიანი, რომელსაც ასეთი სკოლა ექნება გავლილი. ჩვენი გამოცდის სტანდარტიც იქნება მაღალი. ამ პროექტზე ვმუშაობთ როგორც დიდ რეფორმაზე "

გუშინდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ ავტოსკოლები 2018 წლის 1 იანვრიდან ავტორიზაციას დაექვემდებარებიან, მართვის მოწმობის ასაღებად კი, გამოცდაზე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომელთაც ავტორიზებული სკოლა ექნებათ გავლილი.

სასაუბრო თემის მეორე ნაწილი კი შეეხებოდა ქალაქში პრაქტიკის დამატებას, რომელიც სწორედ ახალი წლიდან შევა გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში.

ჩვენი ავტოსკოლა ვადამდე ფლობს ავტორიზაციას !

ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ქალაქში მეტი უსაფრთხო მძღოლის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს