„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.19 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.19 იძლევა გაფრთხილებას სავალი ნაწილის შევიწროებასთან, იმ მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა, ან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ 1.1 ან 1.11 მონიშვნასთან მიახლოების თაობაზე. 1.19 მონიშვნა პირველ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს 1.21.1–1.21.3 ნიშნებთან ერთად.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის მე-2 თავის (ვერტიკალური მონიშვნა) 2.2 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 2.2 - აღნიშნავს გვირაბის, ხიდის, გზაგამტარისა და სხვა ნაგებობის ელემენტის ქვედა ნაპირს, რომელიც განთავსებულია გზის სავალი ნაწილიდან 5 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე და რომლის ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი.