„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-10 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: მ) გასწრებისას ყველაზე უფრო ხშირად ავარიული სიტუაცია იქმნება დისტანციის დაუცველობის მიზეზით და საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არასაკმარისი ყურადღების გამოჩენის გამო.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის სულ მცირე ორი ზოლია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც გასწრების დამთავრების შემდეგ ამ კანონის მე-31 მუხლის მე-10-მე-12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა შესასრულებლად ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებისთანავე ან დაბრუნებიდან მოკლე დროში მოუწევს ახალი გასწრების დაწყება, ამ მანევრის შესასრულებლად შეუძლია დარჩეს პირველი გასწრების დროს დაკავებულ მოძრაობის ზოლზე, თუ წინასწარ დარწმუნდება, რომ ეს არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, მძღოლი, რომელიც დარწმუნდება, რომ მის უკან მომავალი მძღოლი აპირებს გასწრებას, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, შეძლებისდაგვარად უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და არ გაზარდოს სიჩქარე. ხოლო ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვბეპუნქტის თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე).
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება. ამავე კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.2 და 1.4.6-1.4.6 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი: 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” - აფრთხილებს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ; 1.4.1 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” - დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ. ამავე თავის შენიშვნის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) ნიშნები 1.1, 1.2, 1.5–1.34 სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება დაუსახლებულ პუნქტში 150-300 მეტრის მანძილზე. ვ) ნიშნები 1.4.1 და 1.4.4 იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და დუბლირებულ 1.1 ან 1.2 ნიშნებთან ერთად.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები) 8.11 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი (დაფა) 8.11 „ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემა¬ტება დაფაზე მითითებულს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ: ა) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად; ბ) დასახლებულ პუნქტებს გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომლის გათვალისწინება მძღოლს არ შეეძლო გასწრების დაწყებამდე, ან თუ მან ვერ შეძლო სიტუაციის სწორი შეფასება, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს გასწრება. თუ მძღოლმა გასწრება შეწყვიტა და ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლში დაბრუნებას აპირებს, მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მას უნდა მისცენ ამის შესაძლებლობა.