„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 1.1, 1.2 და 1.41- 1.46 პუნქტების თანახმად, საგზაო ნიშანი: 1.1. „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი“ − იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის შლაგბაუმიან გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. 1.2. „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი“−იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. 1.4.1–1.4.6. „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება“ − დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. ამავე დანართის პირველი თავის შენიშვნის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) ნიშნები 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე, დასახლებულ პუნქტში – 50–100 მეტრ მანძილზე. აუცილებლობისას ნიშნები იდგმება სხვა მანძილზედაც, რომელიც მითითებულია 8.1.1 დაფაზე; ვ) ნიშნები 1.4.1−1.4.3 ნიშნები იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4−1.4.6 ნიშნები − გზის მარცხენა მხარეს. 1.4.1 და 1.4.4 ნიშნები იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, 1.4.3 და1.4.6 ნიშნები − მოძრაობის მიმართულებით განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანთან ერთად, ხოლო 1.4.2 და 1.4.5 ნიშნები − დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე ძირითად და განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშანს შორის.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი“, 1.24 „ბავშვები“ და 1.26 „საგზაო სამუშაოები“ ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები − დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრ მანძილზე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად 1.26 „საგზაო სამუშაოები” ნიშანი სავალ ნაწილზე ხანმოკლე სამუშაოს ჩატარებისას იდგმება სამუშაოს ჩატარების ადგილიდან 10−15 მეტრ მანძილზე, 8.1.1 დაფის გარეშე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.12.1 და 1.12.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.12.1, 1.12.2 „სახიფათო მოსახვევი” - აღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს: 1.12.1 – მარჯვნივ, 1.12.2 – მარცხნივ.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.17 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.17 „უსწორმასწორო გზა” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილი დაზიანებულია – ტალღოვანი, ღრანტეებიანი, ხიდთან უსწორმასწორო შეუღლებებით და ა. შ..
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.21.1-1.21.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.21.1–1.21.3 „გზის შევიწროება” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება. 1.21.1 - ორივე მხრიდან; 1.21.2 - მარჯვნიდან; 1.21.3 - მარცხნიდან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.23 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი” - იძლევა გაფრთხილებას 5.19.1 და 5.19.2 ნიშნებით ან/და 1.14.1–1.14.3 მონიშვნებით აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.36.1 და 1.36.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.36.1 და 1.36.2 „მოხვევის მიმართულება” - მიუთითებს "T"-სებურ გზაჯვარედინზე ან გზების განშტოებაზე მოძრაობის მიმართულებას (მარჯვნივ და მარცხნივ), ან საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის ადგილის შემოვლის შესაბამის მიმართულებას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშანი) 2.1 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი 2.1 „მთავარი გზა” - გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში და მეორდება უშუალოდ ყოველი გზაჯვარედინის წინ. 2.1 ნიშანი 8.13 დაფით დასახლებულ პუნქტში იდგმება გზაჯვარედინის წინ, რომელზედაც მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, დაუსახლებელ პუნქტში − წინასწარ გზაჯვარედინამდე 150−300 მეტრ მანძილზე და გზაჯვარედინის წინ.