„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ ხილვადობის ზონაში არ არის ქვეითთა გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, გზაზე გადასვლა ნებადართულია გზის სავალი ნაწილის ღერძის პერპენდიკულარულად, იმ მონაკვეთში, სადაც არ არის გამყოფი ზოლი ან ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - აღნიშნავს ტერიტორიას (ზონას) სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება ასეთი საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში - არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, მძღოლი უნდა გადაადგილდეს არაუმეტეს 20კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.21 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.21 „საცხოვრებელი ზონა“ - აღნიშნავს ტერიტორიას (ზონას) სადაც მოქმედებს საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ნიშანი იდგმება ასეთი საცხოვრებელი ზონის ყველა შესასვლელში.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ - აღნიშნავს 5.21 „საცხოვრებელი ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ - აღნიშნავს 5.21 „საცხოვრებელი ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) შენიშვნის „ა“, „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი” და 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე; ბ) 1.1 „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”, 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”, 1.10 „გასახსნელი ხიდი”, 1.11 „სანაპიროზე გასასვლელი”, 1.23 „ქვეითთა გადასასვლელი”, 1.24 „ბავშვები” და 1.26 „საგზაო სამუშაოები” ნიშნები მეორდება დაუსახლებელ პუნქტში, ხოლო 1.24 და 1.26 ნიშნები - დასახლებულ პუნქტშიც. მეორე ნიშანი იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრის მანძილზე; ვ) 1.4.1-1.4.3„რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” ნიშნები იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 1.4.4-1.4.6 „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” ნიშნები - მარცხენა მხარეს. 1.4.1 და 1.4.4 ნიშნები იდგმება მოძრაობის მიმართულებით ძირითად და დუბლირებულ 1.1 ან 1.2 ნიშნებთან ერთად. ნიშნები 1.4.3 და 1.4.6 იდგმება მოძრაობის მიმართულებით განმეორებით 1.1 ან 1.2 ნიშნებთან, ხოლო ნიშნები 1.4.2 და 1.4.5 - დამოუკიდებლად, თანაბარ დაშორებაზე ძირითად და განმეორებითი 1.1 ან 1.2 ნიშნებს შორის.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.13.1 და 1.13.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.13.1, 1.13.2 „სახიფათო მოსახვევები” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს სახიფათო მოსახვევებით: 1.13.1 – პირველი მოსახვევით მარჯვნივ, 1.13.2 – პირველი მოსახვევით მარცხნივ.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.21.1-1.21.3 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 1.21.1–1.21.3 „გზის შევიწროება” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება. 1.21.1 - ორივე მხრიდან; 1.21.2 - მარჯვნიდან; 1.21.3 - მარცხნიდან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.28 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 1.28 „გარეული ცხოველები” - ნაკრძალთან, სანადირო მეურნეობასთან, ტყის მასივთან გამავალი გზის მონაკვეთიან სხვა უბანი, სადაც მოსალოდნელია გარეული ცხოველების გამოჩენა.