სიახლეები

მართვის მოწმობის მსურველებს გამოცდის ჩაბარება ახალ გარემოებებში მოუწევთ!

გამოქვეყნების თარიღი:04/12/2016

მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო გამოცდის გავლა მოქალაქეებს შესაძლოა ქალაქში, ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწიოთ. მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა ითვალისწინებს.