სიახლეები

განახლებული ინტერიერი არტ დრაივში

გამოქვეყნების თარიღი:05/09/2025

არტ დრაივი განახლებული აუდიტორიებით გხვდებათ!

ჩვენი ავტოსკოლა მუდამ ცდილობს განვითარებას და თქვენს კომფორტზე ზრუნვას, სწორედ ამიტომ, არტ დრაივში მალე დაგხვდებათ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, განახლებული აუდიტორიები, სადაც სწავლა უფრო სასიამოვნო, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული ხდება.

* კომფორტული და მყუდრო გარემო
ჩვენი სასწავლო სივრცეები შექმნილია ისე, რომ თავი იგრძნოთ თავისუფლად, მშვიდად და კონცენტრირდეთ მთავარ მიზანზე , მართვის უსაფრთხო და პროფესიონალურ სწავლაზე.

*სწავლების მაღალი ხარისხი
გთავაზობთ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს გამოცდილი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. ჩვენი პროგრამები მორგებულია თითოეული მოსწავლის საჭიროებაზე, რათა სწავლა იყოს მარტივი და შედეგიანი.

*მაქსიმალური მხარდაჭერა მთელი კურსის განმავლობაში
ჩვენთვის თითოეული მოსწავლე მნიშვნელოვანია. ყოველთვის მზად ვართ, დაგეხმაროთ როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკულ მომზადებაში,გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის აღება აქ არ არის სტრესული, როცა შენს გვერდით არის "არტ დრაივი".

არტ დრაივი, სადაც სწავლა სტანდარტულზე ბევრად მეტს ნიშნავს.
მოგესალმებით განახლებულ სივრცეში , მზად ვართ, ერთად დავიწყოთ შენი წარმატების გზა!