ავტოსკოლები შესაძლოა, ავტორიზაციას დაექვემდებაროს. მართვის მოწმობის ასაღებად კი, გამოცდაზე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომელთაც ავტორიზებული სკოლა ექნებათ გავლილი
მზარდი ავტოსაგზაო შემთხვევების პრობლემატიკასა და მის მოსაგვარებლად დასახულ გზებზე, შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში, "ჩემი კითხვა" ისაუბრა
ჟურნალისტის კითხვას:
– ხომ არ აბრალებთ ამდენ ავტოსაგზაო შემთხვევას იმას, რომ არსებობს ბევრი ავტოსკოლა და იქიდან კავალიფიცურ მძღოლებს არ უშვებენ
ბ–მა შალვამ უპასუხა:
– ამას მხოლოდ სკოლებს ვერ დავაბრალებთ, ჩვენი შეფასების სისტემაც არ არის ისეთი, რომ უზრუნველყოს უფრო კვალიფიციური მძღოლების გამოშვება. ჩვენი შეფასებით ეს არის როგორც სკოლების, ასევე ჩვენი პრობლემა
" ვმუშაობთ მართვის მოწმების გამოცდების პროექტზე. ვაწარმოებთ აქტიურ კონსულტაციას განათლების სამინისტროსთან, რომელმაც, თუკი კონსულტაციები წარმატებით დასრულდება, უნდა ითავოს და ყველა ასეთი სკოლის ავტორიზაცია გაატაროს. ასეთ სკოლებს ექნებათ სპეციალური პროგრამა, თუ რამდენი საათი უნდა ავარჯიშოს. მოხდება ამ ყველაფრის მონიტორინგი. გამოცდაზე გავა ადამიანი, რომელსაც ასეთი სკოლა ექნება გავლილი. ჩვენი გამოცდის სტანდარტიც იქნება მაღალი. ამ პროექტზე ვმუშაობთ როგორც დიდ რეფორმაზე "
არტ დრაივი ავტორიზებული ავტოსკოლაა !
ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის !
ჩვენ მივესალმებით ყველა იმ სასიკეთო სიახლეს, რომელიც ქალაქში უსაფრთხო მძღოლების რიცხვის მატებას შეუწყობს ხელს !