ავტომობილის გამოგონება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი იყო და არის კაცობრიობის ისტორიაში, ვინაიდან ამ უკანასკნელმა ცხოვრება უფრო კომფორტული გახადა, გაამარტივა გადაადგილება და შეამცირა გადაადგილებისთვის საჭირო დრო.
როგორ გადავიდა საზოგადოება ცხენებიდან მექანიკურ საშუალებაზე ?
პირველ მექანიკურ საშუალებას, რომელსაც გადასაადგილებლად იყენებდნენ ,,უცხენოსნო ეტლი ‘’ ერქვა. იგი 1886 წლით თარიღდება, როდესაც გერმანელმა გამომგონებელმა, კარლ ბენცმა დააპატენტა თავისი Benz Patent-Motorwagen
თუმცა იქამდე სანამ უშუალოდ ეს უკანასკნელი შეიქმნებოდა, 1495 წელს ცნობილ მხატვარს, არქიტექტორსა და მოქანდაკეს, ლეონარდ და ვინჩმა დახატა ნახატი , სადაც გამოსახულია ავტომობილის მსგავსი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია გადაადგილება. დავინჩის ეს შემოქმედება 2004 წელს ფლორენციის მეცნიერების ისტორიის ინსტიტუტისა და მუზეუმის ჯგუფმა გაშიფრა და დაადგინა , რომ აღნიშნული მანქანა იმუშავებდა გამართულად თუ მას ააწყობდნენ , თუმცა სამწუხაროდ იმ დროისთვის მხოლოდ ნახატად დარჩა.
,,დავინჩისეული მანქანის“ შემდეგ კიდევ იყო ერთი მცდელობა შეექმნათ ,, უცხენოსნო’’ ეტლი. ეს იყო 1769 წელს ნიკოლას-ჟოზეფ კუნიოს მიერ აწყობილი თვითმავალი, რომელიც სამ ბორბალზე იდგა და მხოლოდ 4 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლო. მართალია, მას ვერ დავარქმევთ მანქანას, მაგრამ როგორც მისი წინამორბედი შეგვიძლია განვიხილოთ.
ოფიციალურად პირველი მანქანა
1885 წელს გოტლიბ დაიმლერმა შექმნა მსოფლიოში პირველი თანამედროვე ძრავა. ეს იყო ერთი ვერტიკალური ცილინდრი, რომელშიც ბენზინი შეჰყავდათ. დაიმლერი კარლ ბენცის თანამემამულე იყო და მომდევნო წელს უკვე ბენცის მიერ დაპატენტებულ მოდელს სწორედ ისეთი ძრავა ჰქონდა ჩაყენებული, როგორიც დაიმლერმა შეიმუშავა. ბენცმა მოიპოვა საავტორო უფლებები და აიღო კრედიტი პირველი ოფიციალური მანქანის შესაქმნელად.
თავდაპირველი მოდელი მართლა უცხენოსნო ეტლს ჰგავდა. იგი ორ დიდ, წაწვეტებულ ბორბალზე იდგა და წინ ჰქონდა კიდევ ერთი დიდი ბორბალი, რომელიც თითქოს ცხენს ანაცვლებდა. ბენცმა მალე დაიწყო ფიქრი მის გაუმჯობესებაზე და 1891 წელს უკვე პირველი ოთხბორბლიანი მანქანის აწყობამდე მივიდა. მან დააარსა კომპანია Benz & Cie, რომელიც იყო მსოფლიოში პირველი ავტომობილების მწარმოებელი.
პირველი ავტომობილი საქართველოში
პირველი ავტომობილი 1901 წელს, სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გოთუამ ჩამოიყვანა, რომლითაც მგზავრობა 12 ადამიანს შეეძლო. მოძრაობდა დაახლოებით 25 კილომეტრ საათის სიჩქარით. სავაუარუდოდ იგი ,, როლს როისი ‘’ უნდა ყოფილიყო. დღესდღეისობით მისი ზუსტი მაკეტი სენაკში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას.
ასევე იგი პირველი სამარშუტო ტაქსი იყო საქართველოში მას მგზავრები სენაკი-ზუგდიდის მიმართულებით გადაჰყავდა და მგზავრობა ერთი მანეთი და 20 კაპიკი ღირდა.