ბილეთები

ბილეთი №1049

[B, B1], [C], [C1], [D], [D1], [ტრამვაი], [სამხედრო]
#1049
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის (ან/და მისი მისაბმელის) გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი (ან/და მისი მისაბმელი) საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები.

ავტომაგისტრალზე ტექნიკური გაუმართაობის გამო იძულებით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:
1
მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია - ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მასი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები
2
დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ტექნიკური სერვისის სამსახურს, ხოლო მისი წარმომადგენლის მოსვლამდე, გაიყვანოს სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლში, ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ახლო განათების ფარები
3
4
Top