ბილეთები

ბილეთი №1059

[]
#1059
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ თანახმად, აკრძალულია გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის: ა) თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატება 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ნებადართულ მაქსიმალურ მასაზე ფაქტობრივი მასის გადაჭარბების აკრძალვისა, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გზაზე მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდეგ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად.

აკრძალულია თუ არა გზაზე მოძრაობა იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას?
1
არ არის აკრძალული, თუ იგი ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ აღემატება 11,5 ტონას
2
არ არის აკრძალული, თუ იგი ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც გზაზე მოძრაობს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდგომ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად
3
აკრძალულია ნებისმიერ შემთხვევაში
4
Top