ბილეთები

ბილეთი №1092

[B, B1], [ტრამვაი], [სამხედრო]
#1092
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ბ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც მიეკუთვნება „A1“ ქვეკატეგორიას ან „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, აგრეთვე „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს, ან „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს არა უმეტეს 3 500 კგ ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მსუბუქი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა:
1
არ აღემატება 8-ს
2
აღემატება 16-ს
3
აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს
4
Top