ბილეთები

ბილეთი №1132

[A, A1], [B, B1], [C], [D], [ტრამვაი], [სამხედრო]
#1132
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასწავლო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხდება პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა), უნდა აღიჭურვოს ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით, აგრეთვე უკუხედვის სარკით. ასეთ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი.

პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი სასწავლო სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს:
1
მხოლოდ ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი გადაბმულობისა და მუხრუჭის დამატებითი სატერფულებით
2
მხოლოდ ინსტრუქტორ-მასწავლებლისათვის განკუთვნილი უკუხედვის სარკით
3
მხოლოდ საცნობი ნიშნით - „სასწავლო სატრანსპორტო საშუალება“
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობით
1
2
3
4
Top