„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლის სურვილისამებრ სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება დამაგრდეს შემდეგი საცნობი ნიშნები: ა) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“ – ყვითელი კვადრატი 150-მმ-იანი გვერდით და 8.17 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – შეიძლება დამაგრდეს იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს.