ბილეთები

ბილეთი №1241

[B, B1], [D], [ტრამვაი], [სამხედრო]
#1241
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-2 თავის (პრიორიტეტის ნიშნები) 2.5 პუნქტის თანახმად, 2.5 „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა”- უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრან¬სპორტო საშუალებას, რომელიც მოპირდაპირე მისასვლელთან ან გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.1.1 პუნქტის თანახმად, დაფა 8.1.1 „მანძილი ობიექტამდე” - მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოღების ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე).

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ:
1
ნიშნიდან 300 მეტრის მანძილზე მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას
2
ნიშნიდან 300 მეტრის შემდეგ მდებარეობს გზის ვიწრო მონაკვეთი, სადაც მძღოლი ვალდებულია, გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას
3
იწყება ორმხრივმოძრაობიანი გზის მონაკვეთი და 300 მეტრის მანძილზე მძღოლი ვალდებულია, გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას
4
Top