ბილეთები

ბილეთი №220

[A, A1], [C], [D], [T, S], [სამხედრო]
#220
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ/განახორციელოს: გ) მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში, − სამაშველო სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად; ვ) რკინიგზის თანამშრომლებმა - რკინიგზის გადასასვლელზე; ზ) საბორანე გადაზიდვის ორგანიზატორებმა - ნავსადგურში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების გარდა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ:
1
მხოლოდ მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში
2
მხოლოდ რკინიგზის თანამშრომლებმა
3
მხოლოდ საბორნე გადაზიდვის ორგანიზატორებმა
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა პირმა
Top