ბილეთები

ბილეთი №509

[A, A1], [B, B1], [ტრამვაი], [სამხედრო]
#509
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.5 და 3.20 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები: 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას; 3.20 „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან-სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ამავე კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ველოსიპედების მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის არსებობისას, ველოსიპედის და მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ გზის სავალ ნაწილზე, ველოსიპედების მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის მიღმა გაადაადგილება. ველოსიპედისა და მოპედის გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა დასაშვებია, მხოლოდ გზის განაპირა მარჯვენა ზოლზე ერთრიგად, ხოლო გვერდულაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს არ შეაფერხებს ქვეითთა მოძრაობას.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1
არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
2
მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
3
ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
4
მხოლოდ მოპედის მძღოლს
Top