ბილეთები

ბილეთი №595

[C], [C1], [სამხედრო]
#595
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.2 და3.32 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშანი: - 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას; - 3.32 „სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები) 8.11 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი (დაფა) 8.11 „ნებადართული მაქსიმალური მასის შეზღუდვა” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემა¬ტება დაფაზე მითითებულს.

რომელი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს სატვირთო ავტომობილის მძღოლს, თუ სატვირთო ავტომობილის ნებადართული მაქსიმალური მასა 9 ტონაა?
1
მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
2
მხოლოდ მარჯვნივ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
3
მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
4
Top