ბილეთები

ბილეთი №827

[A, A1], [B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [ტრამვაი], [სამხედრო]
#827
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.

ქვემოდ ჩამოთვლილი რომელი უწესრიგობის დროს ეკრძალება მძღოლს სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა?
1
მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გაუმართაობის დროს
2
მხოლოდ საჭის მექანიზმის გაუმართაობის დროს
3
მხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარების გაუმართაობის დროს
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
Top