ბილეთები

ბილეთი №828

[B, B1], [C], [C1], [D], [D1], [T, S], [ტრამვაი], [სამხედრო]
#828
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.

ნისლის, წვიმის, ან თოვის დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა აკრძალულია:
1
ნისლსაწინააღმდეგო ფარების არ არსებობის შემთხვევაში
2
საავარიო გაჩერების ნიშნის არ არსებობის შემთხვევაში
3
მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობის შემთხვევაში
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
Top