ბილეთები

ბილეთი №976

[B, B1], [C1], [D], [D1], [T, S], [ტრამვაი], [სამხედრო]
#976
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: ბ) ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას; დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე; ე) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას.

დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა:
1
მხოლოდ ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას
2
მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე
3
მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში
Top