ბილეთები

D

ბილეთების რაოდენობა:33
გვერდების რაოდენობა:2
#
#983
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს.

ბილეთის გვერდი
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა:
1
დასაშვებია
2
დაუშვებელია
3
დასაშვებია, მხოლოდ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებზე
4
#984
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს.

ბილეთის გვერდი
დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან მისი აღჭურვა დამატებითი სინათლეებით?
1
არ არის დასაშვები
2
დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით
3
4
#986
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ფარა-პროჟექტორითა და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

ბილეთის გვერდი
დასახლებულ პუნქტში ფარა-პროჟექტორით და ფარა-მაძიებლით სარგებლობა შეუძლია:
1
მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
2
მხოლოდ სახიფათო ტვირთის გადამტანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს
3
ნებისმიერ მძღოლს, სურვილის შემთხვევაში
4
#988
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ა) იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე; ბ) სავალი ნაწილისა და მკვრივი საფრის მქონე გვერდულების მიღმა.

ბილეთის გვერდი
სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გაჩერდნენ ან იმყოფებოდნენ სადგომზე რაიმე სახის გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად:
1
მხოლოდ იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე
2
მხოლოდ სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
#1306
განმარტება

განმარტება:

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამორთოს შორი ნათების ფარები და ჩართოს ახლო ნათების ფარები.

ბილეთის გვერდი
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შორი ნათების ფარები უნდა გამორთოს და ჩართოს ახლო ნათების ფარები:
1
ნებისმიერ შემთხვევაში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას
2
მხოლოდ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას
3
4
#1314
განმარტება

განმარტება:

დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში გზის უკეთეს ხილვადობის უზრუნველასაყოფად მიზანშეწონილია ნისლსაწინააღმდეგო ფარების ახლო ნათების ფარებთან ერთად ჩართვა.

ბილეთის გვერდი
სატრანსპორტო საშუალების რომელი გარე სანათი ხელსაწყოების ჩართვა უზრუნველყოფს გზის უკეთეს ხილვადობას დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში?
1
შორი ნათების ფარები
2
ნისლსაწინააღმდეგო ფარები შორი ნათების ფარებთან ერთად
3
ნისლსაწინააღმდეგო ფარები ახლო ნათების ფარებთან ერთად
4
#1725
განმარტება

განმარტება:

ავტომობილის მძღოლმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს როგორც საჭის მართვის მექანიზმის, ასევე საბურავების და გარე სანათი ხელსაწყოების გამართულობა.

ბილეთის გვერდი
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, ავტომობილის რომელი კვანძის გამართულობა უნდა შეამოწმოს მძღოლმა რეგულარულად?
1
მხოლოდ საჭის მართვის მექანიზმის
2
მხოლოდ საბურავების
3
მხოლოდ გარე სანათი ხელსაწყოების
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა კვანძის
#1737
განმარტება

განმარტება:

სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა ახდენს უარყოფით გავლენას, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას.

ბილეთის გვერდი
როგორ გავლენას ახდენს სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა?
1
დადებითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი აუმჯობესებს ხახუნის ძალას დისკსა და ხუნდებს შორის
2
უარყოფითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას
3
დისკებზე დიდი ოდენობის ჟანგის არსებობა გავლენას არ მოახდენს სამუხრუჭო სისტემის მუშაობაზე
4
#
Top