ბილეთები

A, A1

ბილეთების რაოდენობა:66
გვერდების რაოდენობა:3
#
#1426
განმარტება

განმარტება:

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას საწვავის ნაკლებ ხარჯს უზრუნველყოფს მართვის სტილი მდორე აჩქარება მდორე შენელებით.

ბილეთის გვერდი
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის როგორი სტილი უზრუნველყოფს საწვავის ნაკლებ ხარჯს?
1
მდორე აჩქარება მკვეთრი შენელებით
2
ხშირი და მკვეთრი აჩქარება მდორე შენელებით
3
მდორე აჩქარება მდორე შენელებით
4
#1475
განმარტება

განმარტება:

მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გვერდითი ინტერვალის გაზრდა მიზანშეწონილია როგორც მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას, ასევე გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას და სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას.

ბილეთის გვერდი
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი გვერდითი ინტერვალის გაზრდა?
1
მხოლოდ მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
2
მხოლოდ გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას
3
მხოლოდ სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
#1577
განმარტება

განმარტება:

მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორცუფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია.

ბილეთის გვერდი
მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:
1
უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია
2
უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია
3
4
#1579
განმარტება

განმარტება:

სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია.

ბილეთის გვერდი
სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს:
1
უფრო მეტად, ვიდრე სინამდვილეშია
2
უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია
3
როგორც სინამდვილეშია
4
#1591
განმარტება

განმარტება:

სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას მძღოლის მხედველობის მხედველობის არე ვიწროვდება.

ბილეთის გვერდი
სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას როგორ იცვლება მძღოლის მხედველობის არე?
1
მხედველობის არე ფართოვდება
2
მხედველობის არე ვიწროვდება
3
მხედველობის არე არ იცვლება
4
#1608
განმარტება

განმარტება:

სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს როგორც იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ასევე ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ და ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ.

ბილეთის გვერდი
ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?
1
მხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას
2
მხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ
3
მხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ
#1609
განმარტება

განმარტება:

საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, ასევე თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში.

ბილეთის გვერდი
საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრხე იზრდება:
1
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ
2
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
#1635
განმარტება

განმარტება:

ჩამოთვლილი გარემოებიდან, ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯის მკვეთრ მომატებაზე მიანიშნებს მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი.

ბილეთის გვერდი
ჩამოთვლილი გარემოებიდან, რომელი მიანიშნებს ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯვის მკვეთრ მომატებაზე?
1
მხოლოდ მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი
2
მხოლოდ მაყუჩიდან ჟონვადი კონდენსირებული სითხე
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
4
#1646
განმარტება

განმარტება:

მოტოციკლზე ბარგი შეიძლება განთავსდეს მოტოციკლის საბარგო ჩანთაში ან საბარგულზე.

ბილეთის გვერდი
სად შეიძლება ბარგის განთავსება მოტოციკლზე?
1
მოტოციკლის საბარგო ჩანთაში ან საბარგულზე
2
მოტოციკლის საწვავის ავზზე
3
მოტოციკლის საჭის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, თანამბრად გადანაწილებით
4
#1647
განმარტება

განმარტება:

ძირითად საყრდენზე მოტოციკლის დაყენებისას, ყურადღება უნდა მიიექცეს გარემოებას, რომ ძირითადი საყრდენის ქვეშ საფარი იყოს მყარი.

ბილეთის გვერდი
ძირითად საყრდენზე მოტოციკლის დაყენებისას, ყურადღება უნდა მიიექცეს შემდეგ გარემოებას:
1
ძირითადი საყრდენის ქვეშ საფარი უნდა იყოს მყარი
2
ძირითად საყრდენზე დაყენება შეიძლება განხორციელდეს, მხოლოდ ხანმოკლე დროით
3
4
#1648
განმარტება

განმარტება:

მოტოციკლის გვერდით გადაადგილების (გადაწევის) საფრთხე მაღალი სიჩქარით მოძრაობისას წარმოიქმნება როგორც ავტომატარებლის გადასწრებისას, ასევე ძლიერი გვერდითი ქარის არსებობისას და თუ დამუხრუჭებისას, წინა თვლის ორივე სამუხრუჭე დისკის მოქმედება განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ბილეთის გვერდი
როდის წარმოიქმნება მოტოციკლის გვერდით გადაადგილების (გადაწევის) საფრთხე მაღალი სიჩქარით მოძრაობისას?
1
მხოლოდ ავტომატარებლის გადასწრებისას
2
მხოლოდ ძლიერი გვერდითი ქარის არსებობისას
3
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამუხრუჭებისას წინა თვლის ორივე სამუხრუჭე დისკის მოქმედება განსხვავდება ერთმანეთისაგან
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას
#1659
განმარტება

განმარტება:

მოტოციკლის მძღოლის მიერ მკვეთრი ფერების ტასაცმლით სარგებლობის შემთხვევაში იგი უკეთესად შესამჩნევი ხდება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისათვის.

ბილეთის გვერდი
მოტოციკლის მძღოლის მიერ მკვეთრი ფერების ტასაცმლით სარგებლობის შემთხვევაში:
1
იგი უკეთესად შესამჩნევი ხდება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისათვის
2
იგი არ არის ვალდებული დღის ნათელ დროს გზაზე მოძრაობისას მოტოციკლზე წინ ჩართული ქონდეს ახლო განათების ფარა
3
იგი არ არის ვალდებული გადაადგილებისას გამოიყენოს მოტოჩაფხუტი
4
#1660
განმარტება

განმარტება:

დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს.

ბილეთის გვერდი
დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:
1
ჩართოს ავტომობილის სალონის განათება
2
განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე
3
შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს
4
#1696
განმარტება

განმარტება:

მძღოლის რეაქციის დროში იგულისხმება - დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე.

ბილეთის გვერდი
რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?
1
დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
2
დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
3
აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
4
#1697
განმარტება

განმარტება:

ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა.

ბილეთის გვერდი
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:
1
უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
2
უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
3
ისე, როგორც რეალურადაა
4
#1738
განმარტება

განმარტება:

საავტომობილო ზეთი ნიადაგში მოხვედრისას იწვევს ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას.

ბილეთის გვერდი
საავტომობილო ზეთი ნიადაგში მოხვედრისას:
1
მალევე ორთქლდება და არ აბინძურებს გარემოს
2
იშლება წვრილ ნაწილაკებად, რის გამოც გავლენას არ ახდენს ეკოლოგიაზე
3
იწვევს ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას
4
#
Top