„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, აგრეთვე მობრუნების წინ, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი. ამავე კანონის მე-2 დანართის 1.1 პუნქტის თანახმად, ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნა 1.1 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე - აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვრს ან სავალი ნაწილის საზღვრს, რომლებზე შესვლა აკრძალულია; აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების დგომის ადგილის საზღვრს და იმ გზის სავალი ნაწილის ნაპირს, რომლიც მოძრაობის პირობებით არ განეკუთვნება ავტომაგისტრალს. 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერ სავალ ნაწილზე, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სამი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობისას განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობისას, როცა სხვა მოძრაობის ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით, ხოლო სატვირთო ავტომობილებისათვის - მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თუ საგზაო ნიშნით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გრუნტოვანი გზიდან იმ გზაზე გასვლისას, რომელიც არ არის გრუნტოვანი გზა, მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის 20-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივი მოძრაობის გზებზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივი მოძრაობის გზებზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შესრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს. ამავე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების თანახმად: 10. თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, ეს მანევრი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდიდან ან მარჯვენა გვერდულადან. ამასთანავე, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. 11. თუ გზაჯვარედინზე სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, მძღოლი ვალდებულია ეს მანევრი შეასრულოს გზაჯვარედინის მიღმა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გზაჯვარედინის სიახლოვეს გზის სიგანე ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ გზაჯვარედინებზე, რომლებზედაც მობრუნება აკრძალულია შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტების თანახმად: 3. მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის. 9. მარცხნივ მოხვევისას ან გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე: ა) აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა. გ.გ) მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ან იმ მისაბმელიანი ავტომობილებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.22 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.22 „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” - კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა). ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების გამოყენებისას ავტომაგისტრალს უთანაბრდება საავტომობილო მოძრაობისათვის განკუთვნილი და 5.3 საგზაო ნიშნით აღნიშნული ის გზები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება. ამავე დანართის 5.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.3. „საავტომობილო გზა“ − გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნით აღნიშნული სამი მოძრაობის ზოლის მქონე ორმხრივმოძრაობიან გზაზე თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება მხოლოდ მარჯვენა მხარეს მდებარე მოძრაობის ზოლი, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის საშუალებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად მოძრაობის ზოლიდან ზოლში გადასვლისას, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში, გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თუ გზაჯვარედინის მიღმა, მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მანევრისთვის, ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან ან მარჯვენა გვერდულიდან, ამასთან, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. ამავე კანონის მე-2 დანართის 1.11 პუნქტის თანახმად, ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნა 1.11. ყოფს საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე¬ლს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, აგრეთვე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების თანახმად: 10. თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, ეს მანევრი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდიდან ან მარჯვენა გვერდულადან. ამასთანავე, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. 11. თუ გზაჯვარედინზე სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, მძღოლი ვალდებულია ეს მანევრი შეასრულოს გზაჯვარედინის მიღმა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გზაჯვარედინის სიახლოვეს გზის სიგანე ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ გზაჯვარედინებზე, რომლებზედაც მობრუნება აკრძალულია შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის თანახმად: 7. სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას: ბ) მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს. 8. თუ მძღოლი სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის ან სხვა მიზეზის გამო ვერ ასრულებს მოხვევას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით დასაშვებია ამ წესებიდან გადახვევა, თუ უზრუნველყოფილი იქნება მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ შეექმნება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, თუ გზაჯვარედინზე სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, მძღოლი ვალდებულია ეს მანევრი შეასრულოს გზაჯვარედინის მიღმა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გზაჯვარედინის სიახლოეს გზის სიგანე ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნას მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ გზაჯვარედინებზე, რომლებზე მობრუნება აკრძალულია შესაბამისი საგზაო ნიშნით ან მონიშვნით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.19 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.19 „მობრუნება აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას.