„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერ სავალ ნაწილზე, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სამი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობისას განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობისას, როცა სხვა მოძრაობის ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით, ხოლო სატვირთო ავტომობილებისათვის - მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტების თანახმად: 3. მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს, ხოლო გზიდან გადასვლისას – იმ ქვეითს, ველოსიპედისტს, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს, რომლებსაც გზას უჭრის. 9. მარცხნივ მოხვევისას ან გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას და თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ტრამვაის.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე: ა) აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა. გ.გ) მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ან იმ მისაბმელიანი ავტომობილებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.22 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.22 „სატვირთო ავტომობილით გასწრება აკრძალულია” - კრძალავს 3,5 ტონაზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატვირთო ავტომობილით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა), აგრეთვე ტრაქტორით სხვა სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა საჭაპანო ტრანსპორტისა და ველოსიპედისა). ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების გამოყენებისას ავტომაგისტრალს უთანაბრდება საავტომობილო მოძრაობისათვის განკუთვნილი და 5.3 საგზაო ნიშნით აღნიშნული ის გზები, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება. ამავე დანართის 5.3 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.3. „საავტომობილო გზა“ − გზა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნით აღნიშნული სამი მოძრაობის ზოლის მქონე ორმხრივმოძრაობიან გზაზე თანხვედრი მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება მხოლოდ მარჯვენა მხარეს მდებარე მოძრაობის ზოლი, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის საშუალებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად მოძრაობის ზოლიდან ზოლში გადასვლისას, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ, მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას, მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში, გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თუ გზაჯვარედინის მიღმა, მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მანევრისთვის, ეს უკანასკნელი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირიდან ან მარჯვენა გვერდულიდან, ამასთან, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. ამავე კანონის მე-2 დანართის 1.11 პუნქტის თანახმად, ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნა 1.11. ყოფს საპირისპირო ან თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე¬ლს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, აგრეთვე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების თანახმად: 10. თუ გზაჯვარედინის მიღმა მობრუნებისას სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, ეს მანევრი შეიძლება შესრულდეს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდიდან ან მარჯვენა გვერდულადან. ამასთანავე, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. 11. თუ გზაჯვარედინზე სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, მძღოლი ვალდებულია ეს მანევრი შეასრულოს გზაჯვარედინის მიღმა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გზაჯვარედინის სიახლოვეს გზის სიგანე ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ გზაჯვარედინებზე, რომლებზედაც მობრუნება აკრძალულია შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 პუნქტის თანახმად: 7. სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას: ბ) მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს. 8. თუ მძღოლი სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის ან სხვა მიზეზის გამო ვერ ასრულებს მოხვევას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით დასაშვებია ამ წესებიდან გადახვევა, თუ უზრუნველყოფილი იქნება მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ შეექმნება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, თუ გზაჯვარედინზე სავალი ნაწილის სიგანე არასაკმარისია უკიდურესი მარცხენა მდებარეობიდან მობრუნებისთვის, მძღოლი ვალდებულია ეს მანევრი შეასრულოს გზაჯვარედინის მიღმა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გზაჯვარედინის სიახლოეს გზის სიგანე ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ყველა შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნას მოძრაობის უსაფრთხოება და დაბრკოლება არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ გზაჯვარედინებზე, რომლებზე მობრუნება აკრძალულია შესაბამისი საგზაო ნიშნით ან მონიშვნით. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშანები) 3.19 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.19 „მობრუნება აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.5 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური მონიშვნა 1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება: ა) ქვეითთა გადასასვლელზე; ვ) იმ ადგილას, სადაც გასაჩერებელი პუნქტია. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.16 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.16 „ავტობუსის და (ან) ტროლეიბუსის გაჩერების ადგილი“ აღნიშნავს შესაბამისი სახის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გასაჩერებელ ადგილს. ამავე თავის 5.19.1 და 5.19.2 პუნქტების თანახმად საგზაო ნიშნები 5.19.1 და 5.19.2 „ქვეითთა გადასასვლელი“ - აღნიშნავს გზაზე ქვეთთა გადასასვლელისთვის გამოყოფილ ადგილს. ნიშანი 5.19.1 იდგმება გზის მარჯვენა მხარეს, ხოლო 5.19.2 - გზის მარცხენა მხარეს. გადასასვლელზე 1.14 მონიშვნის არ არსებობისას ნიშანი 5.19.1 იდგმება გადასასვლელის ახლო საზღვართან, ხოლო ნიშანი 5.19.2 - გადასასვლელის შორ საზღვართან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტების თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას: ა) მარჯვენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალებამ უნდა იმოძრაოს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან და შემდეგ შეასრულოს შეძლებისდაგვარად მოკლე მანევრი; ბ) მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.1 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე - აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ან სავალი ნაწილის საზღვრებს, რომლებზედაც შესვლა აკრძალულია; 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტების თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას: ა) მარჯვენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალებამ უნდა იმოძრაოს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან და შემდეგ შეასრულოს შეძლებისდაგვარად მოკლე მანევრი; ბ) მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.1 პუნქტის თანახმად ჰორიზონტალური მონიშვნა 1.1 ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს და გზის სახიფათო მონაკვეთზე - აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ან სავალი ნაწილის საზღვრებს, რომლებზედაც შესვლა აკრძალულია; 1.1 ხაზის გადაკვეთა აკრძალულია. დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული 1.1 ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ორმხრივმოძრაობიან გზაზე, სავალი ნაწილის შუაში, მასთან ერთ დონეზე ტრამვაის ლიანდაგის მდებარეობისას, საპირისპირო მოძრაობის მხარეების გამყოფად მიიჩნევა საპირისპიროდ მოძრავი ტრამვაის ლიანდაგებს შორის წარმოსახვითი შუა ხაზი.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარცხენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის ღერძს (ორმხრივმოძრაობიან გზაზე) ან სავალი ნაწილის მარცხენა კიდეს (ცალმხრივმოძრაობიან გზაზე), ხოლო თუ ის სხვა ორმხრივმოძრაობიან გზაზე აპირებს გასვლას, მოხვევა ისე უნდა შეასრულოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას სატრანსპორტო საშუალება საპირისპირო მოძრაობის მხარეს არ აღმოჩნდეს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.