„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა: ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბავშვთა ჯგუფის გადამყვან ავტობუსზე დამაგრებული უნდა იყოს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“. ავტობუსის გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. ბავშვების თანმხლები სრულწლოვანი პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების ავტობუსში ჩასხდომა და ავტობუსიდან გადმოსხდომა, აგრეთვე ბავშვების მიერ გზის სავალი ნაწილის უსაფრთხო გადაკვეთა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ზ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონა მცირდება, მათი მოქმედების ზონის ბოლოში 8.2.3 დაფიანი განმეორებითი 3.27–3.30 ნიშნების დადგმით ან 8.2.2 დაფის გამოყენებით, ან 7.4 „დგომის ადგილი“ ნიშნის 8.2.1 დაფით დადგმით.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.4 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.4 მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი¬ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.4 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.4 მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი¬ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის და ამავე თავის შენიშვნის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. 3.27 ნიშნის გამოყენება შეიძლება 1.4 მონიშვნასთან, ხოლო 3.28 ნიშნისა – 1.10 მონიშვნასთან ერთად. ამასთანავე, ნიშნების მოქმედების ზონა მონიშვნის ხაზის სიგრძით განისაზღვრება.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.