„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესები - მძღოლს შეუძლია გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ საავარიო სიტუაციის ან საფრთხის შემთხვევაში. ამასთანავე, მან უნდა გამოიყენოს სპეციალურად მონიშნული ადგილი, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლის მხარეს სატრანსპორტო საშუალების კარი არ უნდა იყოს გაღებული მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით. გზის სავალი ნაწილის მხარეს ან სატრანსპორტო საშუალების უკანა მხრიდან მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მგზავრი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდეს და იქიდან გადმოვიდეს მისი სრული გაჩერების შემდეგ, ტროტუარის ან გვერდულას მხრიდან, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გზის სავალი ნაწილის მხრიდან, თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბავშვთა ჯგუფის გადამყვან ავტობუსზე დამაგრებული უნდა იყოს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“. ავტობუსის გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. ბავშვების თანმხლები სრულწლოვანი პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების ავტობუსში ჩასხდომა და ავტობუსიდან გადმოსხდომა, აგრეთვე ბავშვების მიერ გზის სავალი ნაწილის უსაფრთხო გადაკვეთა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბავშვთა ჯგუფის გადამყვან ავტობუსზე დამაგრებული უნდა იყოს საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“. ავტობუსის გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. ბავშვების თანმხლები სრულწლოვანი პირები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების ავტობუსში ჩასხდომა და ავტობუსიდან გადმოსხდომა, აგრეთვე ბავშვების მიერ გზის სავალი ნაწილის უსაფრთხო გადაკვეთა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.4 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.4 მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი¬ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.4 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.4 მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი¬ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის და ამავე თავის შენიშვნის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. 3.27 ნიშნის გამოყენება შეიძლება 1.4 მონიშვნასთან, ხოლო 3.28 ნიშნისა – 1.10 მონიშვნასთან ერთად. ამასთანავე, ნიშნების მოქმედების ზონა მონიშვნის ხაზის სიგრძით განისაზღვრება.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.