თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას ბუშტები არ უნდა გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი.
დამხმარეს გარეშე დაშავებულის გადათრევით გადაადგილება კისრის ან ხერხემლის დაზიანების ეჭვის შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება უნდა მოხდეს შემდეგნაირად - მოათავსეთ დაშავებული მჯდომარე პოზიციაში. დადექით დაშავებულის ზურგს უკან, მკლავები მხრებქვეშ შეუცურეთ, დავაფიქსიროთ ქვედა ყბა და კისერი და ისე გადათრევით გადავაადგილოთ უკან.
ყველაზე საშიშია დაზიანებული ხერხემლით დაშავებულის ტრანსპორტირება. ხერხემლის ოდნავ გადაადგილებამ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტვინის გაწყვეტა, ამიტომ თუ ეჭვი გვეპარება დაშავებულის ხერხემლის დაზიანებაზე, აკრძალულია მისი დაჯდომა ან ფეხზე დგომა. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია დავაწვინოთ სწორ და მაგარ ზედაპირზე (ხის დაფა, ფიცარი და სხვა მსგავსი). იგივე საგნები გამოიყენება ტრანსპორტირებისათვის.