ბილეთები

ყველა

ბილეთების რაოდენობა:34
გვერდების რაოდენობა:2
#
#798
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.15.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები” - მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს.

ბილეთის გვერდი
მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2
სატვირთო ავტომობილის მძღოლს
3
ორივე ავტომობილის მძღოლს
4
არცერთი ავტომობილის მძღოლს
#799
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.15.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები” - მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები, რომლებიც უკიდურესი მარცხენა ზოლიდან მოხვე¬ვის ნებას რთავს, ამავე ზოლიდან მობრუნების უფლებასაც იძლევა.

ბილეთის გვერდი
მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულება?
1
არცერთს
2
ორივე მძღოლს ეკრძალება
3
მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს
4
მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლს
#800
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე განლაგებული, თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგების არსებობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მარცხნივ მოხვევასა და მობრუნებას ასრულებს ამ ვაკისზე, თუ 5.15.1 და 5.15.2 საგზაო ნიშნებით მოძრაობის სხვა წესრიგი დადგენილი არ არის. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება.

ბილეთის გვერდი
ისრის მიმართულებით მოძრავი, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?
1
მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
2
მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლი
3
მხოლოდ შავი ავტომობილის მძღოლი
4
არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
#912
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5-ე მუხლის 75-ე პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ზონა“ - განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.

ბილეთის გვერდი
“საცხოვრებელი ზონა” არის:
1
ნებისმიერი ტერიტორია, რომელზეც დასახლებულია ხალხი
2
განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით
3
ნებისმიერი გზა, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა ინტენსიური მოძრაობისათვის
4
#1234
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.5 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.5 „ავარიული გაჩერების ზოლი“ - მიუთითებს ციცაბო დაღმართზე საავარიო გაჩერების ზოლის არსებობის თაობაზე. ნიშანი იდგმება საავარიო გაჩერების ზოლის შესასვლელის წინ.

ბილეთის გვერდი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს ციცაბო დაღმართებზე ავარიული გაჩერების ზოლის არსებობის შესახებ?
1
I
2
II
3
III
4
IV
#1424
განმარტება

განმარტება:

გრეიდერის კლასიფიკაცია ხდება ფრთის სიგრძის მიხედვით.

ბილეთის გვერდი
გრეიდერის კლასიფიკაცია ხდება:
1
გადაადგილების მიხედვით
2
ფრთის სიგრძის მიხედვით
3
მასის მიხედვით
4
მართვის ტიპის მიხედვით
#1425
განმარტება

განმარტება:

ავტოგრეიდერების თვლების ფორმულაა A х Б х В, სადაც Б არის წამყვანი ღერძების რიცხვი.

ბილეთის გვერდი
ავტოგრეიდერების თვლების ფორმულაა A x B x C, სადაც B არის:
1
მიმართველი ღერძების რიცხვი
2
წამყვანი ღერძების რიცხვი
3
საერთო ღერძების რიცხვი
4
#1427
განმარტება

განმარტება:

სკრეპერი წარმოადგენს ციკლური ქმედების მანქანას.

ბილეთის გვერდი
როგორი ქმედების მანქანას წარმოადგენს სკრეპერი?
1
უწყვეტი
2
ციკლური
3
ნახევრადციკლური
4
როტორული
#1429
განმარტება

განმარტება:

გადაადგილების ხერხის მიხედვით სკრეპერები იყოფიან მისაბმელ, ნახევარმისაბმელ და თვითმავალ სკრეპერებად.

ბილეთის გვერდი
გადაადგილების ხერხის მიხედვით სკრეპერები იყოფიან?
1
მხოლოდ მისაბმელ და ნახევარმისაბმელ სკრეპერებად
2
მისაბმელ, ნახევარმისაბმელ და თვითმავალ სკრეპერებად
3
მხოლოდ თვითმავალ და მისაბმელ სკრეპერებად
4
#
Top