ბილეთები

ყველა

ბილეთების რაოდენობა:53
გვერდების რაოდენობა:3
#
#1342
განმარტება

განმარტება:

სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძლი ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობა შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას, ასევე სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება.

ბილეთის გვერდი
სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში მძღოლი უნდა დარწმუნდეს:
1
მხოლოდ, რომ ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას
2
მხოლოდ, რომ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძელის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებაში
4
#1379
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად: 4. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. 5. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ბილეთის გვერდი
სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია:
1
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
2
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3
აბ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
4
#1572
განმარტება

განმარტება:

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მხედველობის პირობებს.

ბილეთის გვერდი
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს:
1
მხედველობის პირობებს
2
მოცემულ გზის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ მოთხოვნებს
3
თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობას
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი გარემოება გასათვალისწინებელი არ არის
#
Top