ბილეთები

ყველა

ბილეთების რაოდენობა:62
გვერდების რაოდენობა:3
#
#1479
განმარტება

განმარტება:

სახვნელი აპარატის მოძრაობის რაციონალური წესი შეირჩევა შემდეგი მაჩვენებლებით: მწარმოებლობა, შესრულებული სამუშაოს ხარისხი და აგრეგატის მომსახურეობის სიმარტივე.

ბილეთის გვერდი
რა მაჩვენებლებით შეირჩევა სახვნელი აპარატის მოძრაობის რაციონალური წესი?
1
მწარმოებლობა, მოდების განი, აგრეგატის მოძრაობის სიჩქარე
2
მწარმოებლობა, შესრულებული სამუშაოს ხარისხი, აგრეგატის მომსახურეობის სიმარტივე
3
მოდების განი, აგრეგატის მოძრაობის სიჩქარე, შესრულებული სამუშაოს ხარისხი
4
შესარულებული სამუშაოს ხარისხი, აგრეგატის მოძრაობის სიჩქარე, აგრეგატის მომსახურების სიმარტივე
#1725
განმარტება

განმარტება:

ავტომობილის მძღოლმა რეგულარულად უნდა შეამოწმოს როგორც საჭის მართვის მექანიზმის, ასევე საბურავების და გარე სანათი ხელსაწყოების გამართულობა.

ბილეთის გვერდი
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, ავტომობილის რომელი კვანძის გამართულობა უნდა შეამოწმოს მძღოლმა რეგულარულად?
1
მხოლოდ საჭის მართვის მექანიზმის
2
მხოლოდ საბურავების
3
მხოლოდ გარე სანათი ხელსაწყოების
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა კვანძის
#1726
განმარტება

განმარტება:

სატვირთო ფურგონის სატვირთო განყოფილების ტევადობის გამოთვლისას არ უნდა გავითვალისწინოთ ავტომობილის საერთო სიგრძე.

ბილეთის გვერდი
სატვირთო ფურგონის სატვირთო განყოფილების საერთო ტევადობის გამოთვლისას, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი პარამეტრი არ უნდა იქნას გათვალისწინებული?
1
ფურგონის სატვირთო განყოფილების სიმაღლე
2
ავტომობილის საერთო სიგრძე
3
ფურგონის სატვირთო განყოფილების სიგანე
4
ფურგონის სატვირთო განყოფილების სიგრძე
#1729
განმარტება

განმარტება:

ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, ავტომობილის მუხრუჭების უფრო სწრაფად ამოქმედებას უზრუნველყოფს ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა.

ბილეთის გვერდი
ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემებიდან, რომელი უფრო სწრაფად უზრუნველყოფს მუხრუჭების ამოქმედებას?
1
ჰიდრავლიკური სამუხრუჭო სისტემა
2
პნევმატიური სამუხრუჭო სისტემა
3
კომბინირებული სამუხრუჭო სისტემა
4
მუხრუჭის ამოქმედების სიჩქარე არ არის დამოკიდებული სამუხრუჭო სისტემის კონსტრუქციაზე
#1730
განმარტება

განმარტება:

სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც სიმძიმის ცენტრის მდებარეობა, ასევე ღერძზე დატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ტვირთის გადაადგილების ალბათობა.

ბილეთის გვერდი
სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსებისას გათვალისწინებული უნდა იქნას:
1
მხოლოდ სიმძიმის ცენტრის მდებარეობა
2
მხოლოდ ღერძზე დატვირთვასთან დაკავშირებული მოთხოვნები
3
მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, ტვირთის გადაადგილების ალბათობა
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნა და გარემოება
#1731
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გადაადგილებისას მოტოციკლისა და მოპედის მძღოლებმა, აგრეთვე მათმა მგზავრებმა მოტოჩაფხუტები უნდა გამოიყენონ. მოტოჩაფხუტზე ბზარების გაჩენის შემთხვევაში მოტოციკლეტის მძღოლმა უნდა შეიძინოს ახალი მოტოჩაფხუტი, რადგან ძველი (ბზარებიანი მოტოჩაფხუტი) ვეღარ უზრუნველყოფს დაცვას.

ბილეთის გვერდი
მოტოჩაფხუტზე ბზარის გაჩენის შემთხვევაში, მძღოლმა უნდა:
1
მოტოჩაფხუტის ქვეშ დაიხუროს ნაჭრის ქუდი
2
ბზარი დააწებოს და მოტოჩაფხუტი გადაღებოს
3
შეიძინოს ახალი მოტოჩაფხუტი, რადგან ძველი ვეღარ უზრუნველყოფს დაცვას
4
#1732
განმარტება

განმარტება:

გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით

ბილეთის გვერდი
გზაზე მყოფ ძაღლის სიახლოვეს გამავალმა მოტოციკლის მძღოლმა უნდა:
1
გაითვალისწინოს რომ ყველა ძაღლს ეშინია მოძრავი სატრანსპორტო საშუალების, რის გამოც იგი აგრესიას არ გამოამჟღავნებს
2
გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ძაღლმა შესაძლოა გამოამჟღავნოს აგრესია და გამოიწიოს მისი მიმართულებით
3
4
#1733
განმარტება

განმარტება:

ასფალტის საფარის მქონე გზიდან ღორღიან გზაზე გასვლისას, მოტოციკლის მძროლმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი მოძრაობის სიჩქარე და მოერიდოს მკვეთრ მოძრაობებს.

ბილეთის გვერდი
ასფალტის საფარის მქონე გზიდან ღორღიან გზაზე გასვლისას, მოტოციკლის მძღოლმა უნდა:
1
შეწყვიტოს მოძრაობა, რადგან ღორღიან გზაზე აკრძალულია მოტოციკლით მოძრაობა
2
გაზარდოს მოძრაობის სიჩქარე, რათა ნაკლებად საგრძნობი გახდეს გზის საფარის გავლენა საჭეზე
3
შეარჩიოს შესაბამისი მოძრაობის სიჩქარე და მოერიდოს მკვეთრ მოძრაობებს
4
#1735
განმარტება

განმარტება:

მოტოციკლის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც საბურავის პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა, ასევე მოტოციკლის მართვადობის გაუარესება.

ბილეთის გვერდი
მოტოციკლის საბურავებში დაბალმა ჰაერის წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:
1
მხოლოდ პროტექტორის კიდეების არათანაბარი ცვეთა
2
მხოლოდ მოტოციკლის მართვადობის გაუარესება
3
ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება
4
#1736
განმარტება

განმარტება:

ავტომატარებლის მოძრაობისგან გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ შესაძლებელია დაბრკოლება შეუქმნას მოტოციკლის მართვას როგორც იმ შემთხვევაში, თუ ავტომატერებელი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებიდან, ასევე თუ ავტომატარებელი ახორციელებს თანხვედრი მიმართულებით მოტოციკლის გასწრებას.

ბილეთის გვერდი
შესაძლებელია თუ არა, ავტომატარებლის მოძრაობისაგან გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ დაბრკოლება შეუქმნას მოტოციკლის მართვას?
1
შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომატარებელი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებიდან
2
შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომატარებელი ახორციელებს თანმხვედრი მიმართულებით მოტოციკლის გასწრებას
3
შესაძლებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას
4
#1737
განმარტება

განმარტება:

სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა ახდენს უარყოფით გავლენას, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას.

ბილეთის გვერდი
როგორ გავლენას ახდენს სამუხრუჭო სისტემის გამართულ მუშაობაზე სამუხრუჭო დისკებზე დიდი ოდენობით ჟანგის არსებობა?
1
დადებითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი აუმჯობესებს ხახუნის ძალას დისკსა და ხუნდებს შორის
2
უარყოფითს, რადგანაც დიდი ოდენობით ჟანგი იწვევს სამუხრუჭო სისტემის არათანაბარ მუშაობას
3
დისკებზე დიდი ოდენობის ჟანგის არსებობა გავლენას არ მოახდენს სამუხრუჭო სისტემის მუშაობაზე
4
#1739
განმარტება

განმარტება:

ფურგონის ტიპის ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობის გამოსათვლელად, სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლეზე.

ბილეთის გვერდი
როგორ უნდა გამოვითვალოდ ფურგონის ტიპის ავტომობილის სატვირთო განყოფილების მოცულობა?
1
სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლეზე
2
სატვირთო განყოფილების სიგრძე უნდა გავამრავლოთ მის სიგანეზე და სიმაღლის ნახევარზე
3
მისი გამოთვლა შეუძლებელია
4
სატვირთო ნაწილის სიმაღლე უნდა გავამრავლოთ მის ორმაგ სიგანეზე
#
Top