ბილეთები

ყველა

ბილეთების რაოდენობა:61
გვერდების რაოდენობა:3
#
#1247
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ზ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონა მცირდება, მათი მოქმედების ზონის ბოლოში 8.2.3 დაფიანი განმეორებითი 3.27–3.30 ნიშნების დადგმით ან 8.2.2 დაფის გამოყენებით, ან 7.4 „დგომის ადგილი“ ნიშნის 8.2.1 დაფით დადგმით.

ბილეთის გვერდი
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:
1
მხოლოდ A ადგილას
2
მხოლოდ B ადგილას
3
როგორც A, ასევე B ადგილას
4
#1253
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.4 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.4 მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი¬ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან.

ბილეთის გვერდი
აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მგზავრის ჩამოსმის მიზნით გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას?
1
აქვს უფლება
2
არ აქვს უფლება
3
4
#1263
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.4 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.4 მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი¬ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის და ამავე თავის შენიშვნის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. 3.27 ნიშნის გამოყენება შეიძლება 1.4 მონიშვნასთან, ხოლო 3.28 ნიშნისა – 1.10 მონიშვნასთან ერთად. ამასთანავე, ნიშნების მოქმედების ზონა მონიშვნის ხაზის სიგრძით განისაზღვრება.

ბილეთის გვერდი
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:
1
მხოლოდ A ადგილას
2
მხოლოდ B ადგილას
3
არც A და ასევე არც B ადგილას
4
#1269
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.

ბილეთის გვერდი
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:
1
მხოლოდ A ადგილას
2
მხოლოდ B ადგილას
3
როგორც A ადგილას, B ასევე ადგილას
4
#1508
განმარტება

განმარტება:

ოთხტაქტიანი ძრავის ტაქტებია: შეწოვა, შეკუმშვა, მუშა სვლა და გამოშვება.

ბილეთის გვერდი
ოთხტაქტიანი ძრავის ტაქტებია:
1
უქმი სვლა, შეწოვა, მუშა სვლა და გამოშვება
2
შეწოვა, შეკუმშვა, მუშა სვლა და გამოშვება
3
შეწოვა, შეკუმშვა, უკუსვლა და გამოშვება
4
შეწოვა, შეკუმშვა, უქმი სვლა და მუშა სვლა
#1509
განმარტება

განმარტება:

ძრავის ტიპები ტაქტების რაოდენობის მიხედვით არის ორტაქტიანი და ოთხტაქტიანი.

ბილეთის გვერდი
ჩამოთვალეთ ძრავის ტიპები ტაქტების რაოდენობის მიხედვით:
1
ერთტაქტიანი და ოთხტაქტიანი
2
ორტაქტიანი და ოთხტაქტიანი
3
ერთტაქტიანი, ორტაქტიანი და ოთხტაქტიანი
4
ორტაქტიანი, სამტაქტიანი და ოთხტაქტიანი
#1510
განმარტება

განმარტება:

სასოფლო სამეურნეო ტრაქტორები კლასიფიცირდება დანიშნულების, სავალი ნაწილის, ჩარჩოს, ძრავის სიმძლავრის, ტრანსმისიის და წევითი ძალის მიხედვით.

ბილეთის გვერდი
რის მიხედვით კლასიფიცირდება სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორები?
1
სავალი ნაწილის, გაბარიტული ზომების, განათების სისტემის, საკიდი სისტემის მიხედვით
2
ძრავის, ტრანსმისიის, გადაცემის, გაგრილების, გამოყენებული საწვავის მიხედვით
3
დანიშნულების, სავალი ნაწილის, ჩარჩოს, ძრავის სიმძლავრის, ტრანსმისიის, წევითი ძალის მიხედვით
4
#1511
განმარტება

განმარტება:

დანიშნულების მიხედვით ავტომობილები კლასიფიცირდება სატრანსპორტო, სატვირთო და სპეციალური.

ბილეთის გვერდი
დანიშნულების მიხედვით როგორ კლასიფიცირდება ავტომობილები?
1
სატრანსპორტო, სატვირთო და სპეციალური
2
ჩქაროსნული და ნელი სვლის
3
მძიმე და მსუბუქი
4
ჩქაროსნული, ნელი სვლის, მძიმე და მსუბუქი
#1512
განმარტება

განმარტება:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მისაბმელები და ნახევრადმისაბმელებია: სასფლო-სამეურნეო ტვირთების გადასატანი მისაბმელები, ცხოველების გადასაყვანი მისაბმელები, საკვების დაგასატანი მისაბმელები.

ბილეთის გვერდი
ჩამოთვალეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები:
1
თვითმავალი მისაბმელები, თივის გადამტანი მისაბმელები, ცხოველების გადამყვანი მისაბმელები
2
ერთღერძიანი მისაბმელები, ორღერძიანი მისაბმელები
3
სასოფლო-სამეურნეო ტვირთების გადასატანი მისაბმელები, ცხოველების გადასაყვანი მისაბმელები, საკვების დაგასატანი მისაბმელები
4
#1513
განმარტება

განმარტება:

შიგა წვის ძრავები კლასიფიცირდება დანიშნულების, საწვავის წარმოქმნის, საწვავის ანთების, ტაქტების რაოდენობის, ცილინდრების რიცხვის, ცილინდრების განლაგების, გამოყენებული საწვავის ტიპისა და გაგრილების სისტემის მიხედვით.

ბილეთის გვერდი
რა ნიშნების მიხედვით კლასიფიცირდება შიგაწვის ძრავები?
1
დანიშნულების, საწვავის სახეობის, ცილინდრების მორიგეობის, კუმშვის კამერის მოცულობის, დგუშების დიამეტრის, დგუშების რიცხვის მიხედვით
2
დანიშნულების, საწვავის წარმოქმნის, საწვავის ანთების, ტაქტების რაოდენობის, ცილინდრების რიცხვის, ცილინდრების განლაგების, გამოყენებული საწვავის ტიპის, გაგრილების სისტემის მიხედვით
3
კუმშვის კამერის მოცულობის, დგუშის სვლის, დგუშების რიცხვის, ცილინდრების რიცხვის, ცილინდრების განლაგების, სამუშაო პროცესის, სამუშაო ტაქტებისა და უქმი სვლების რიცხვების მიხედვით
4
#1514
განმარტება

განმარტება:

მრუდმხარა ბარბაცა მექანიზმი შესდგება დგუშის, დგუშის თითის, ბარბაცას და მუხლანა ლილვისაგან.

ბილეთის გვერდი
რა ნაწილებისგან შესდგება მრუდმხარა ბარბაცა მექანიზმი?
1
ბარბაცა, ექსცენტრიული კბილანა, ლილვი, მქნევარა
2
მუხლანა ლილვი, დგუშის რგოლები, ბარბაცა
3
დგუში, დგუშის თითი, ბარბაცა, მუხლანა ლილვი
4
#
Top