ბილეთები

ყველა

ბილეთების რაოდენობა:133
გვერდების რაოდენობა:6
#
#1691
განმარტება

განმარტება:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ტვირთის მთლიანად დაკარგვისას - გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს.

ბილეთის გვერდი
ტვირთის მთლიანად დაკარგვისას გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება:
1
გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის ოცდამეათე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან მესამოცე დღეს
2
გადაზიდვის შეთანხმებული ვადის გასვლის მესამოცე დღიდან ან, თუ ასეთი ვადა არ ყოფილა დათქმული, - გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ
3
გადამზიდველის მიერ ტვირთის მიღებიდან ოთხმოცდამეათე დღეს
4
#1692
განმარტება

განმარტება:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 701-ე მუხლის თანახმად, თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის.

ბილეთის გვერდი
თუ გადაზიდვა ერთი ხელშეკრულებით ხორციელდება ერთმანეთის მიმდევარი სხვადასხვა გადამზიდველების მიერ, თითოეული მათგანი პასუხს აგებს:
1
მთლიანი გადაზიდვის განხორციელებისათვის
2
ნაწილობრივ, მხოლოდ, მის მიერ განხორციელებული გადაზიდვისათვის
3
4
#1693
განმარტება

განმარტება:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 702-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს, ვალდებულია გადასცეს ტვირთის მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი. ზედნადების მეორე პირზე მან უნდა მიუთითოს თავისი სახელი და მისამართი. საჭიროების შემთხვევაში ზედნადების მეორე პირში გადამზიდველს შეაქვს 676-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები და ტვირთის მიღების დადასტურება.

ბილეთის გვერდი
ვალდებულია თუ არა გადამზიდველი, რომელიც წინა გადამზიდველისაგან იღებს ტვირთს, გადასცეს ტვირთის მიღების დამადასტურებელი ვადამითითებული და მის მიერ ხელმოწერილი საბუთი?
1
ვალდებულია
2
არ არის ვალდებული
3
4
#1694
განმარტება

განმარტება:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 708-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბათილია ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს, და ყოველი სხვა მსგავსი შეთანხმება, რომლითაც მტკიცების ტვირთი სხვა პირზე იქნება გადატანილი.

ბილეთის გვერდი
ბათილია თუ არა ყოველი შეთანხმება, რომლითაც გადამზიდველი ტვირთის დაზღვევიდან წარმოშობილ მოთხოვნებს თმობს?
1
ბათილია
2
არ არის ბათილი
3
4
#1696
განმარტება

განმარტება:

მძღოლის რეაქციის დროში იგულისხმება - დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე.

ბილეთის გვერდი
რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?
1
დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე
2
დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე
3
აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის
4
#1697
განმარტება

განმარტება:

ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა.

ბილეთის გვერდი
ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:
1
უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა
2
უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა
3
ისე, როგორც რეალურადაა
4
#1727
განმარტება

განმარტება:

ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს სამუხრუჭო ხუნდების გაცვეთაზე.

ბილეთის გვერდი
ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს:
1
პნევმატური სამუხრუჭო სისტემიდან ჰაერის გაჟონვაზე
2
მუხრუჭების არასათანადო რეგულირებაზე
3
სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთაზე
4
პნევმატური სამუხრუჭო სისტემაში მომატებულ კონდესატის დონეზე
#1738
განმარტება

განმარტება:

საავტომობილო ზეთი ნიადაგში მოხვედრისას იწვევს ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას.

ბილეთის გვერდი
საავტომობილო ზეთი ნიადაგში მოხვედრისას:
1
მალევე ორთქლდება და არ აბინძურებს გარემოს
2
იშლება წვრილ ნაწილაკებად, რის გამოც გავლენას არ ახდენს ეკოლოგიაზე
3
იწვევს ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას
4
#
Top