რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი. ელიფსის ფორმის პროფილის მქონე ავტოცისტერნის სიმძიმის ცენტრი განლაგებულია უფრო დაბლა ვიდრე მრგვალი პროფილის მქონე ავტოცისტერნის, ამიტომ ელიფსის ფორმის პროფილის მქონე ავტოცისტერნა უფრო მდგრადია გადაყირავების წინააღმდეგ.
რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ტვირთიანი სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი ყოველთვის უფრო მაღლაა განლაგებული ვიდრე უტვირთოსი. ავტოცისტერნით თხევადი ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ შეუვსებელ ცისტერნაში სითხეს აქვს გადაადგილების საშუალება, რაც დამატებით მომქმედ ინერციულ ძალას წარმოშობს და ამცირებს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობას გადაყირავების წინააღმდეგ.
მოსახვევში მოძრაობისას სიჩქარის შერჩევა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, რომ დიდია ავტომატარებლის მოცურების, დაკეცვის და გადაყირავების საშიშროება. მოსახვევები უნდა გავიაროთ მდორედ, არ უნდა გავაკეთოთ მკვეთრი დამუხრუჭება, ვიმოძრაოთ დაბალი სიჩქარით. საჭის თვლის მკვეთრი მობრუნება, მკვეთრი დამუხრუჭება ან გადამეტებული სიჩქარე მისაბმელის დიდი ინერციის გავლენით მოსალოდნელია გახდეს ავტომატარებლის მოცურების, გადაყირავების და დაკეცვის მიზეზი.
ზამთრის პირობებში აღმართზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა ჩართოს დაბალი გადაცემა ან ჩართოს სარიგებელი კოლოფი, რათა გამორიცხოს აღმართზე სიჩქარის გადართვის აუცილებლობა, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს წამყვანი თვლების მოცურება. აღმართზე ყინულით დაფარული გზის პირობებში ავტომობილი ვერ შეძლებს მოძრაობის განახლებას და მისაბმელი თვითნებურად დაიწყებს მოცურებს უკან. მოლიპულ გზაზე საჭის თვლის მკვეთრი მობრუნება ან დამუხრუჭება ასევე შეიძლება გახდეს ავტომობილის და მისაბმელის მოცურების, დაკეცვის ან გადაყირავების მიზეზი.
მოსახვევში მოძრაობისას ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსების მოძრაობისათვის საჭირო ზოლი მნიშვნელოვნად ფართოვდება. მოხვევისას გამწე ავტომობილის წინა თვლები იკავებს მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო ავტომობილის უკანა და მისაბმელის თვლები მოხვევის ცენტრის მხარეს. ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსის დინამიკური დერეფანი 10-40%-ით მეტია ვიდრე ერთეული ავტომობილის და ჩვეულებრივი ავტობუსის დინამიკური დერეფანი.
ზამთრის პირობებში მოძრაობისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გაჩერებაზე მრავალჯერადი დამუხრუჭების შედეგად წარმოიქმნება მოლოპული მონაკვეთი. ამიტომ აღნუშნულ გაჩერებასთან მიახლოებისას მძღოლმა წინასწარ უნდა შეამციროს მოძრაობის სიჩქარე იმდენად, რომ გამორიცხოს მოცურების საშიშროება დამუხრუჭების დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს სატრანსპორტო საშუალების მოცურება, რის გამოც გაჩერებაზე მყოფი მგზავრები აღმოჩნდებიან საფრთხის ქვეშ.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გასწრების მომენტში მძღოლმა გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებისათვის (საშუალებებისათვის) უნდა დატოვოს საკმარისი გვერდითი სივრცე. გასწრების წინ მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ სავალი ნაწილის სიგანე იძლევა საშუალებას დაიკავოს გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებასთან მიმართებაში გვერდითი ინტერვალი არა ნაკლები 1-1,5 მეტრი. ავტომატარებლისა და შესახსრებული ავტობუსების მძღოლებმა დამატებით უნდა გაითვალისწინონ, რომ მისაბმელის გვერდითი გადაადგილება ზრდის სატრანსპორტო შემადგენლობის დინამიკურ კარიდორს 10-40%-ით. უსაფრთხო გვერდითი ინტერვალი ამ შემთხვევაში არ უნდა იყოს 2 მეტრზე ნაკლები.