ბილეთები

T, S

ბილეთების რაოდენობა:33
გვერდების რაოდენობა:2
#
#954
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომლის გათვალისწინება მძღოლს არ შეეძლო გასწრების დაწყებამდე, ან თუ მან ვერ შეძლო სიტუაციის სწორი შეფასება, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს გასწრება. თუ მძღოლმა გასწრება შეწყვიტა და ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლში დაბრუნებას აპირებს, მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მას უნდა მისცენ ამის შესაძლებლობა.

ბილეთის გვერდი
თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომელიც გასწრების დაწყებამდე მძღოლს არ შეეძლო გაეთვალისწინებინა, მძღოლი ვალდებულია:
1
გაზარდოს სისწრაფე, რათა დროულად დაასრულოს გასწრების მანევრი
2
მისცეს ხმოვანი სიგნალი და გააგრძელოს გასწრების მანევრის შესრულება
3
შეწყვიტოს გასწრება
4
#1487
განმარტება

განმარტება:

ფრეზის კინემატიკური რეჟიმი ეწოდება მანქანის გადაადგილების სიჩქარის ფარდობას ფრეზის წრიულ სიჩქარესთან.

ბილეთის გვერდი
რას ეწოდება ფრეზის კინემატიკური რეჟიმი?
1
ფრეზის წრიული სიჩქარის ფარდობას მანქანის გადაადგილების სიჩქარესთან
2
მანქანის გადაადგილების სიჩქარის ფარდობას ფრეზის წრიულ სიჩქარესთან
3
ფრეზის წრიული სიჩქარის კვადრატის ფარდობას მანქანის სამუშაო სიჩქარესთან
4
მანქანის გადაადგილების სიჩქარის კვადრატის ფარდობას ფრეზის წრიულ სიჩქარესთან
#1488
განმარტება

განმარტება:

თავთავიანი კულტურების სათესების გამომთესი აპარატი არის კოჭისებური ტიპის.

ბილეთის გვერდი
როგორი ტიპისაა თავთავიანი კულტურების სათესების გამომთესი აპარატი?
1
ფრთებიანი
2
დისკოსებური
3
კოჭისებური
4
თეფშისებური
#1489
განმარტება

განმარტება:

სიმინდი, მზესუმზირა, სოიო, ლობიო და სხვა სათოხნი კულტურების სათესებში გამოიყენება დისკოსებური გამომთესი აპარატი.

ბილეთის გვერდი
როგორი გამომთესი აპარატი გამოიყენება სიმინდი, მზესუმზირა, სოიო, ლობიო და სხვა სათოხნი კულტურების სათესებში?
1
კოჭისებური
2
დისკოსებური
3
თეფშისებური
4
ფრთებიანი
#1490
განმარტება

განმარტება:

პნევმატურ სათესებში თესლის გამოთესვა ხორციელდება ვაკუუმის საშუალებით.

ბილეთის გვერდი
რა პრინციპით ხორციელდება პნევმატურ სათესებში თესლის გამოთესვა?
1
ვაკუუმის საშუალებით
2
სათესი თვლის ბრუნთა რიცხვის საშუალებით
3
ძალამრთმევი ლილვის საშუალებით
4
#1491
განმარტება

განმარტება:

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია: სასუქის მოფანტვა, ხვნა, ფარცხვა, თესვისწინა მოსწორება, თესვა, კულტივაცია და მოსავლის აღება.

ბილეთის გვერდი
რომელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია?
1
ქვების აკრეფა და ნიადაგის ზედაპირის მოშანდაკება
2
ორმოების ამოთხრა
3
სასუქის მოფანტვა, ხვნა, ფარცხვა, თესვისწინა მოსწორება, თესვა, კულტივაცია, მოსავლის აღება
4
ბორცვების მოჭრა და დატერასება
#1492
განმარტება

განმარტება:

სათიბელას დანიშნულებაა ბუნებრივი და ნათესი ბალახების მოთიბვა.

ბილეთის გვერდი
რა დანიშნულება აქვს სათიბელას?
1
თივის ან ჩალის ღვარეულებიდან აკრეფა, დაწნეხვა და დაწნეხილი მასის შეკვრა
2
გამშრალი და ახლადმოთიბული ბალახის ზოლებად და ღვარეულებად მოგროვება
3
ბუნებრივი და ნათესი ბალახების მოთიბვა
4
#1493
განმარტება

განმარტება:

სათიბელას ძირითადი მუშა ორგანოა მჭრელი აპარატი.

ბილეთის გვერდი
რა არის სათიბელას ძირითადი მუშა ორგანო?
1
ჩარჩო
2
მჭრელი აპარატი
3
თითებიანი ძელი
4
ჭრის საწინააღმდეგო ფირფიტა
#
Top