ბილეთები

AM

ბილეთების რაოდენობა:5
გვერდების რაოდენობა:1
#
#315
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი.

ბილეთის გვერდი
თუ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ:
1
სიჩქარის შეუცვლელად, რადგან ქვეითი ვალდებულია არ გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინა მხრიდან, ვიდრე არ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში
2
მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი
3
4
#357
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად დგომა არის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.

ბილეთის გვერდი
სატრანსპორტო საშუალება სადგომზე მდგომად ითვლება, თუ:
1
მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის
2
მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე
3
მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო
4
#496
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესები - ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა ძრავი უნდა გამორთოს.

ბილეთის გვერდი
დასაშვებია თუ არა საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში ჩართული ძრავით დგომა?
1
დასაშვებია
2
არ არის დასაშვები
3
4
#959
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა: ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან.

ბილეთის გვერდი
სატრანსპორტო საშუალების დგომა არ არის აკრძალული:
1
გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში
2
გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს
3
ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან
4
ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ადგილას აკრძალულია
#1036
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას.

ბილეთის გვერდი
იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი ( ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას:
1
მხოლოდ საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ
2
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საავარიო შუქსიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
3
როგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული
4
#
Top