ბილეთები

AM

ბილეთების რაოდენობა:4
გვერდების რაოდენობა:1
#
#715
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.18.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას.

ბილეთის გვერდი
მოცემული საგზაო ნიშანი:
1
კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას
2
კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას
3
ავალდებულებს მძღოლს იმოძრაოს მხოლოდ მარცხნივ
4
#759
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ“ პუნქტის თანახმად 3.18.1 (მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია), 3.18.2 (მარცხნივ მოხვევა აკრძალულია) ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი.

ბილეთის გვერდი
მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:
1
სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი
2
გზის იმ მხარეზე, რომელზედაც ისინია დადგმული
3
4
#761
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „დ“ პუნქტის თანახმად 3.18.1, 3.18.2 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. ამავე დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ბ) 4.1.1-4.1.6 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“, 4.1.4 „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ”, 3.18.1 „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“ და 4.1.5 „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ”.

ბილეთის გვერდი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი?
1
მხოლოდ I
2
მხოლოდ III და IV
3
მხოლოდ II
4
ყველას
#763
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ი“ პუნქტის თანახმად 3.10, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.10 „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია”, 3.27 „გაჩერება აკრძალულია” და 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში”.

ბილეთის გვერდი
მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:
1
სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი
2
გზის იმ მხარეზე, რომელზედაც ისინია დადგმული
3
4
#
Top