ბილეთები

AM

ბილეთების რაოდენობა:2
გვერდების რაოდენობა:1
#
#1216
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 3.20 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.20. „გასწრება აკრძალულია“ − კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად. ამავე კანონის პირველი დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.16 პუნქტის თანახმად, დაფა 8.16 „სველი საფარი” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა სავალი ნაწილის საფარი სველია. გამოიყენება 1.16, 3.20, 3.22 და 3.24 ნიშნებთან ერთად.

ბილეთის გვერდი
მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ გასწრება აკრძალულია:
1
დღე-ღამის ბნელ დროს
2
ღრუბლიან ამინდში
3
როცა გზის სავალი ნაწილის საფარი სველია
4
#1242
განმარტება

განმარტება:

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის პირველი თავის (მაფრთხილებელი ნიშნები) 1.17 პუნქტისა და ამავე თავის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 1.17 „უსწორმასწორო გზა” - გზის მონაკვეთი, რომლის სავალი ნაწილი დაზიანებულია ტალღოვანი, ღრანტეებიანი, ხიდთან უსწორმასწორო შეუღლებებით და ა. შ.. 1.1, 1.2, 1.5–1.34 ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.1 პუნქტის თანახმად, დაფა 8.2.1 „მოქმედების ზონა” - მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას. ამავე დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.2 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.2 „რეკომენდებული სიჩქარე“ - მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. ნიშანი იდგმება გზის დასაწყისში. ნიშნის მოქმედება ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო მაფრთხილებელ ნიშანთან ერთად − სახიფათო უბნის მთელ სიგრძეზე.

ბილეთის გვერდი
მოცემული საგზაო ნიშნები მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ ნიშნის დადგმის ადგილიდან წინ:
1
400 მეტრის მანძილზე უსწორმასწორო გზაა, სადაც რეკომენდებულია მოძრაობა 30 კმ/სთ-ში სიჩქარით
2
400 მეტრის შემდეგ იწყება უსწორმასწორო გზა, სადაც რეკომენდებულია მოძრაობა 30 კმ/სთ-ში სიჩქარით
3
150-300 მეტრის შემდეგ იწყება 400 მეტრის სიგრძის უსწორმასწორო გზა, სადაც რეკომენდებულია მოძრაობა 30 კმ/სთ სიჩქარით
4
#
Top